„ზდოროვ“ („ЗДОРОВ“) ლიდერია  აპიმწარმოებლების კოჰორტაში

კომპანია „ზდოროვ“ („ЗДОРОВ“) 2004 წლიდან მუშაობს სამედიცინო მომსახურების, სამკურნალო და კოსმეტიკური ნაკეთობების ბაზარზე. დაიწყო რა სუფთა ენთუზიაზმით, ხალხისთვის სწორი და რაც მთავარია, სასარგებლო საქმის რწმენით აღსავსე სულ რამდენიმე ადამიანმა მიაღწია იმას, რომ დღეისთვის კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელია, ხოლო ოფისები და შვილობილი ორგანიზაციები წარმოდგენილია რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ევროპის ქვეყნებში.

ზდოროვის ყველა ტექნოლოგიის მწარმოებელი, ისევე როგორც ფუტკრის ყველა პოპულიზატორი, თვლის, რომ ფუტკრის სკიდან შეიძლება მიიღო წამლები არა მარტო 100  (როგორც ამას ჩინელები ამბობენ პროპოლისზე), არამედ თითქმის ყველა დაავადების განსაკურნებლად.

ამ ფუტკრის ნობათს ემორჩილება სხეულის დაავადებები:

  • ვირუსული ინფექციებიდან იმუნურ დარღვევებამდე ;
  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიდან (პეირონის დაავადებიდან) ავთვისებიან სიმსივნეებამდე.

სულით დაავადებულიც კი შეიძლება განიკურნოს ფუტკრის პროდუქტებით. სკის ნობათის პრეპარატების მწარმოებლები ამტკიცებენ რომ ერთ კრემს, მალამოს ანდა ბალზამს შეუძლია მინიმუმ 10 დაავადებას შეებრძოლოს. მაგ., კანის მოვლის კრემ-ცვილი შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვანაირად.

მწარმოებელი „ზდოროვ“

გინდათ ხავერდოვანი, ახალგაზრდა და ჯანსაღი კანი?

ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ზდოროვის“ კრემ ცვილი თქვენი სილამაზის სადარაჯოზეა!

ამას გარდა პრეპარატი უხდება:

  • მკლავების კანის სიმშრალეს, სიცივის დერმატიტს;
  • ჭრილობების დამუშავებას, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილებას;
  • უოპერაციო მასტოპექსიას (ბიუსტის აწევას) ;
  • ნაოჭებთან ბრძოლას;
  • პოტენციის შენარჩუნებას მამაკაცებში ახალგაზრდა სიყვარულის ღმერთის დონეზე;
  • კანის პრობლემების მკურნალობას (ფსორიაზი, ჰიპერ -კერატოზი, ალერგო დერმატოზი);
  • გარეგან დახმარებას შაკიკისა და კლასტერული თავის ტკივილის დროს;
  • ვენების დაავადების მკურნალობისას (ვაროკოზი, სისხლის შეგუბება ღრმა ვენებში ) ;
  • სახსრებით და ხერხემლით დაავადებულ ავადმყოფთა დასახმარებლად (ართროზების, ართრიტების, ხონდროპათიების, სახსრების რეაქტიული და თანდაყოლილი დაავადებებისას, ტრამვებისა, რადიკულიტებისა და მიოზიტების დროს;
  • როგორც დამხმარე საშუალება მასტოპათიების და ლაქტოსტაზის დროს, მასტიტი აბსცესის სტადიამდე — ექიმის ნებართვით, რათქმაუნდა.

აფთიაქები „ზდოროვ“

შეიძლება გავაგრძელოთ დაავადებათა ჩამოთვლა, რომელზეც მოქმედებს პროდუქცია „ზდოროვ“ თუ უსასრულოობამდე არა, დიდხანს მაინც, იმიტომ, რომ მთავარი კომპონენტი ამ პროდუქციის — პროპოლისი, სხვა ფუტკრის ნობათები („პოდმორი“- მკვდარი მწერების სხეულებისგან, ცვილი), დამხმარე ნივთიერებები მაგალითად კედრის ფისი, რომელსაც, როგორც მონოპრეპარატს, უნარი აქვს შეებრძოლოს დაავადებათა მთელ რიგს. რათქმაუნდა, ამ საშუალებების გონივრული მოპოვების, შენახვის, მომზადებისა და ხმარების პირობით.

რითია ძლიერი „ზდოროვ“ („ЗДОРОВ“)?

ფუტკრის ნობათებით, მცენარეული კომპონენტების (ეთერზეთები, კედრის ფისის ბალზამი, ცხენის წაბლი, ჰიდროლატები და ბალახების ექსტრაქტები) და ზეთების კარგი ბაზით.

კრემი „ზდოროვ“ პროპოლისით

კრემ-ცვილი „ზდოროვ“  შეიცავს ფუტკრის პროდუქტებს ( ფუტკრის შხამს, „პოდმორს“,  პროპოლისსა და ცვილს). ყოველი ამ კომპონენტთაგანი ფასეულია სხვადასხვა მდგომარეობისთვის, ავლენს რა ანთების საწინააღმდეგო ან/და კოლაგენის აღმდგენ თვისებებს, ჭრილობის შემახორცებელ და გამაახალგაზრდავებელ თვისებებთან ერთად. ასევე, აქვს უნარი დააჩქაროს ძვლების შეხორცება და გააუმჯობესოს ქსოვილების ტროფიკი (კვება). ეს საცხი ხელს უშლის პიგმენტური ლაქებისა და კანზე სიბერის „ნაზარდების“ გაჩენას.

ორიგინალური კრემი „ზდოროვ“

ბუასილის სამკურნალო კრემ-ცვილი „ინტიმნი“ ამავე დამამზადებლისაგან კარგი პრეპარატია პროსტატიტის და პროსტატის ადენომის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

ინტიმური კრემი „ზდოროვ“

ბალზამი „ინტიმნი“ ასევე გამოიყენება პოტენციის, მაგ., პროსტატიტთან დაკავშირებულის, აღსადგენად.

ინტიმური მალამო „ზდოროვ“

კრემი ღრმად აღწევს ქსოვილში ზეითუნის ზეთის წყალობით. აუმჯობესებს მიკრო ცირკულაციას კერაში ცხენის წაბლის წყალობით. ახშობს ანთების ნიშნებს და გამანადგურებლად მოქმედებს პათოგენურ მიკროფლორაზე, თუ ასეთი აღმოჩნდება პროსტატის სეკრეტში პროპოლისისა და მასში შემავალი ფენოლებისა და მჟავების მეშვეობით.

და კიდევ  კრემ-ცვილი „ინტიმნი“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვალის ქუთუთოების კანის მოსაჭიმად ან/და პაროდონტოზის სამკურნალოდ .

კრემი «ARTRAID»

და კიდევ  კრემ-ცვილი „ინტიმნი“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვალის ქუთუთოების კანის მოსაჭიმად ან/და პაროდონტოზის სამკურნალოდ .

კრემ-ცვილი „საბელნიკით“ Сабельник ანუ АРТРЕЙД — თან ერთად კიდევ ერთი პრეპარატია ფუტკრის პროდუქტებიანი კრემის მწარმოებელისგან „ზდოროვ“, ინსტრუქციით განკუთვნილი, სახსრების დაავადების სამკურნალოდ. საბელინიკი, კედრის ფისი და პროპოლისი ებრძვიან სახსრების გარშემო ქსოვილების ანთებას; პროპოლისი ხელს უწყობს ხრტილოვანი მატრიქსის (მენჯისა და ძვლების შემომგარსველი და სახსრების შემქმნელი ქსოვილის) აღდგენას.

ზეითუნის ზეთი შველის  ცხიმგამხსნელ კომპონენტებს მიაღწიოს თვით ხრტილებამდე და გამოკვებოს ისინი. ბალახის ექსტრაქტები თავისი მკვებავი, სპაზმოლიტიკური და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებით, გამოდის დამხმარე ბაზის როლში. ფისი და პროპოლისი კი აუტკივარებენ სხეულის ანთებით უბნებს.

აპიელექსირი „ზდოროვ“

და კიდევ, მისი დახმარებით შეიძლება გავნკურნოთ დაშავებები და  ამოვარდნილობები, მიოზიტები („გაციებული კუნთები») და პლექსიტებიც კი

აპიელექსირი „ზდოროვ“ („SLIMAGIC”) შემუშავებულია მწარმოებლების მიერ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების აღსადგენად. მას წარმატებით იყენებენ გასახდომად, სხეულის მასაზე სწორი მორგებით; ასევე — შესაშრობად სპორტული მეცადინეობების შემდეგ და საყოფაცხოვრებო ტრამვებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

პროპოლისი წარმატებით ებრძვის კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზს იმიტომ, რომ თრგუნავს პირობით-პათოგენურ ბაქტერიებს და არ უშლის ხელს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ზეთებს გააჩნიათ ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის ქსოვილის დამცავი) ფუნქცია, ანტიოქსიდანტური და ჭრილობის შემახორცებელი თვისებებით.

აპიელექსირი „ზდოროვ“

კრემ-ცვილი „ზდოროვ“ ცხენის წაბლით — VARICREM მწარმოებლისგან გათვლილია ვარიკოზულ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. წაბლის ექსტრაქტი და პროპოლისი ხელს უწყობს ვენების ელასტიურობის აღდგენას, ფუტკრის შხამი ათხელებს სისხლს და ხელს უშლის თრომბის წარმოქნას; კედრის ფისი აახალგაზრდავებს ქსოვილებს, უბრუნებს რა მათ პირველად, ბუნებით მინიჭებულ თვისებებს.

და კიდევ, კრემ-ცვილი „VARICREM“ — საუკეთესო საშუალებაა სტრიებთან საბრძოლველად და კელოიდური ნაწიბურების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

კრემ-ცვილი „ზდოროვ“ ცხენის წაბლით - VARICREM

ეს კრემი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვენური უკმარისობისა და ჰემოსიდეროზის პირველი ნიშნების დროს და ასევე, კანის სიმშრალისა და ქუსლებზე ნახეთქების შემთხვევაში.

თმის ზეთოვანი კომპლექსების სერია „HEAD&HEAR“ გათვლილია თმის ზრდასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე.  გარდა ამისა, მშვენივრად შველის ალოპეციას (გამელოტება), აწესრიგებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას, ებრძვის ქერტლს.

გინდათ გადაავადოთ პირველი ჭაღარის გამოჩენა? „HEAD&HEAR“ ფუტკრის ნობათის ბაზაზე პროდუქციის მწარმოებელი „ზდოროვ“თქვენს სამსახურშია!

“HEAD&HEAR” „ზდოროვ“

მეცნიერება  თუ ალტერნატივა

ტრადიციული „ფარმას“ მხარდამჭერებს, ალბათ, მოუნდებათ დასვან კითხვა:  მთელი ეს მკურნალობა  ფუტკრის პროდუქტებით, ეს აპითერაპია — მეცნიერებაა თუ „ალტერნატიული მედიცინა“, როგორც დღესაა მიღებული ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ვთვლით,რომ მეცნიერებაა.

შეიძლება მივმართოთ სხვადასხვა ძველი დროის პერიოდებს: მაგალითად, “SuevasdelArana (ობობას ქსელის გამოქვაბული )” და პალეოლითის კლდის მხატვრობას ანდა — ჰეროდოტეს (500 წ. ძვ. წ/ა), რომელიც თვლიდა, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე მეფუტკრეობა მაღალ დონეზე განვითარებული და კარგად დაყენებული იყო.

წარსულში გადახვევა

არ სვამდნენ სლავები ღვინო-არაყს ძველ დროში და არც  მაგალითად, ბერძნები და რომაელები. მათ თავი გაჰქონდათ „მედოვუხათი“ (სუსტალკოჰოლიანი — ბურახისა და კეფირის დონეზე, სასმელით). სვამდნენ „სბიტენ“-ს — სამკურნალო ბალახების ნახარშს თაფლით. სხვათაშორის, დათვს შიშველი ხელით ერეოდნენ. იქნებ არც ღირს დათვთან შებმა, თუნდაც მძიმე სმის მიტოვებისა და „ზდოროვის“ ნატურალურ პროდუქტებზე გადასვლის ფასადაც, მაგრამ შეიძლება შენს სხეულს სარგებლობა მაინც მოუტანო.

და კიდევ შეიძლება გავიხსენოთ „ბორტნიკობის“(ველურ, ტყის/ფუღუროს მეფუტკრეობას ერქვა ძველად) სათავეები, ეგვიპტელებისა და ძველი ბერძნების მომთაბარე მეფუტკრეობა. ბერძნები მიუყვებოდნენ მდინარეს თავიანთ სკებით იმ ადგილებამდე, სადაც ყვავილები ყვაოდა, შემდეგ კი თაფლით ბრუნდებოდნენ. ფუტკრები ქალაქების, მაგ., ეფესოს გერბზეც კი მოხვდნენ; არტემიდას ქურუმებიც ფუტკრებად — „მელისებად“ იწოდებოდნენ. აი, ასეთი „ხნოვანები“ არიან ეს მწერები; მათ მიერ ადამიანისთვის მოტანილი სარგებელი კი არა და არ მცირდება საუკუნეებთან ერთად.

რამდენი საუკუნისაა ფუტკარი?

მილიონ წელზე რას იტყოდით? დიახაც, ამდენი ხანია (თუ დავუჯერებთ პალეონტოლოგებს), რაც ფუტკრები არსებობენ ჩვენს პლანეტაზე. ისინი დედამიწაზე გაჩნდნენ 50-60 მლნ წლით ადრე პირველ ადამიანზე.

ბევრი შეიძლება ილაპარაკო მითებზე, ლეგენდებზე, პალეონტოლოგიასა და ისტორიაზე მეფუტკრეობის კუთხით, მაგრამ ალბათ, უფრო მარტივი და ფასეული იქნება, დავეყრდნოთ ამ საუკუნის გამოკვლევებს და განვიხილოთ, რას აკეთებენ ფუტკრის წამლების მწარმოებლები.

ათასწლეულმა გვაიძულა, სხვანაირად შევხედოთ ბევრ რამეს — ე.წ. მკურნალობის ხალხურ მეთოდებს, მათ შორის, აპითერაპიასაც (ფუტკრით მკურნალობა). სხვათაშორის, „ალტერნატიული მედიცინა“ არაა აუცილებლად არა-მეცნიერება.

მართალია ის, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნისწინ, ფუტკრებისა და მათი პროდუქტების შესწავლით დაკავებული იყვნენ სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიის ინსტიტუტები. საინტერესოა ისიც, რომ ეს მწერები ცნობილ მათემატიკოსებსაც აინტერესებდათ.

ნ. ვინერმა თავის ნაშრომებში კიბერნეტიკაზე (1948 წ.) გამოთქვა მოსაზრება, რომ ინფორმაციის გადაცემა არა მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა და უკვე დადასტურებულად — ფუტკრებსაც თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება. ვერბალური (სიტყვებით) მეთოდი არაა ბუნებაში ერთადერთი ყველაზე ეფექტური.

ბოლო 15 წელიწადში ყველაფერი შეიცვალა მედიცინაშიც და ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ქ. რიბნოეში (რიაზანის ოლქი) გამოავლინა ინიციატივა და ჩაატარა კონფერენცია. ხოლო 2004 წელში შედგა მე-12 ასეთი კონფერენცია, თანაც ადგილობრივი სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ აპიტერაპიის მეთოდებით, სკის ნობათის ფიზიკო-ქიმიური და ბილოგიური თვისებებით დაკავდნენ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის სერიოზული ინსტიტუტები, რუმინეთის, ინგლისისა და გერმანიის კვლევითი ცენტრები, ჩინელ მეცნიერებმაც გამოიჩინეს დიდი დაინტერესება ფუტკრის პროდუქტებით.

დღეს ეს მაინც მეცნიერებაა! და პრეპარეტები სკის პროდუქტების ბაზაზე ნამდვილი სამკურნალო საშუალებებია და არა პლასებუ!

საინტერესოა ის, რომ ხალხს, რომელიც ერთხელ გაეცნობა „ბორტნიკობას“ ურჩევნია, იმეგობროს ფუტკრებთან მთელი სიცოცხლის მანძილზე; ალბათ იმიტომ, რომ ყოველ ადამიანს უნდა ღმერთისგან მხარდაჭერა, ხანდახან მაინც.

სად ღმერთი და სად ფუტკარიო?! -იტყვით თქვენ. იქნებ — ერთ სკაში არიან? ძველი ღმერთები ხომ ხანდახან გამოისახებოდნენ ამ პატარა თაფლისმატარებელი მწერებით — მაგ, მზის განმასახიერებელი ღმერთი ვიშნუ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძველი „ბორტნიკები“ ფუტკრებთან ურთიერთობაში ჩვენს თანამედროვეებზე უფრო დახვეწილები იყვნენ. ასირიელებს შეეძლოთ, ემართათ ჟოლი ბგერებით -გამოეშვათ ის სკიდან და ჩაესვათ ისევ სკაში.

დღეისათვის ვიცით, რომ 0,6 — 1,2 მ ნ ნათურიანი ვიბრატორისგან გამოსული ბგერის რხევები სიხშირით 600 ჰც, აიძულებს ფუტკრებს, გაშეშდნენ ფიჭებზე. თუმცა ასეთი ბგერა ძალიან საძულველია მეფუტკრისთვის და საეჭვოა, რომ უძველეს „ბორტნიკებს“ ეს გამოეყენებინათ. და რას იყენებდნენ ისინი — ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ხომ ახლა ვიწყებთ ჩვენგან ცუდად მართული სკის ამ ნობათების თვისებათა შესწავლას.

ფუტკრები კი — ყოჩაღ!

აპითერაპია — ეს არაა მხოლოდ ფუტკრისგან დაკბენა ან/და შხამ-თერაპია, როგორც ამას თვლიან ობივატელები. ამ მეთოდს ჰქვია აპიტოქსინოთერაპია და ესაა მხოლოდ ერთი მიმართულება კლინიკური აპითერაპიისა.

აპისაშუალებების ნებისმიერი მწარმოებელი სწვდება სკის პროდუქტების გამოყენების გაცილებით მეტ სფეროს, რომელშიც შედის პრეპარატები:

  • ცვილის თერაპიისთვის;
  • აპილაქთერაპიისთვის (ფუტკრის რძით მკურნალობის მეთოდი);
  • თაფლის თერაპიისთვის;
  • პროპოლისოთერაპიისთვის.

და დღეისათვის ეს არაა ყველაფერი! სამკურნალო საშუალებების დამამზადებლები იყენებენ (სრულიად ოფიციალურად) ფუტკრის ნაყარს (расплод), ტრუტნევი გომოგენატ (трутневий гомогенат — გამოწურული რძე), ზაბრუს (забрус — ფიჭის ზედა ფენის პროდუქტი), მტვერსა და პერგას (перга — ფუტკრის უკანა ფეხების მტვერის გორგლები). ეს საშუალებები მხოლოდ კომპონენტებია ადამიანის გაჯანსაღების საქმეში; ისინი ჯერ არ ჩამდგარან მედიცინის ცალკეული მიმართულებების სათავეში და არ მიუღიათ საკუთარი სახელწოდებები. პერგომკურნალობაზე ჯერ არ ლაპარაკობენ; შესაძლოა, მხოლოდ ჯერ.

სიტყვა ცვილზე

ცვილი, როგორც ემულგატორი, შედის ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში. ეს არის საფუძველი „ზდოროვ“-ის კრემებისა. თუმცა მისი მნიშვნელოვნება არაა სათანადოდ დაფასებული. ცვილი შესანიშნავი შემგროვებელია პროპოლისის კომპონენტებისა — ბუნების ყველაზე ღირებული ნობათისა, რომელსაც ის ნელნელა იცილებს ადამიანის სხეულის სასარგებლოდ. ცვილი გამოირჩევა შესანიშნავი შესიების საწინააღმდეგო თვისებებით და გამოიყენება გადახვევებზე ჭრილობების შესახორცებლად.

რძე თაფლით ძველ დროში ამბროზიასთან ერთად (არა მცენარე — ალერგენი, არამედ სასმელი) ითვლებოდა ღმერთების საკვებად და გამაახალგაზრდავებელ საშუალებად. დღეისთვის კი — ეს შესანიშნავი საშუალებაა გაციები სამკურნალოდ.

სიტყვა პროპოლისზე

ფუტკრის ნობათების კრემებისა და ელექსირების მწარმოებელი „ზდოროვ“ იყენებს ამ ინგრედიენტს თავისი პროდუქტების უმეტესობაში. პროპოლისი შეიცავს 200-მდე იდენტიფიცირებულ ნაერთს (პოლიფენოლებს, ფლავონოიდებს, ტერპენებს, ვიტამინებსა და სხვა ნივთიერებებს) ანთების საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ვირუსის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.

პროპოლისით ძალიან ინტერესდებიან ჩინელი, თურქი, ესპანელი და ჩვენი სპეციალისტები. მათი კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 2004 – 2018 წლების სამედიცინო და ფარმაცევტულ ჟურნალებში (მაგ., Food Chem. Toxicol. 2010, ივლისი, 48(7), Epilepsy Behav. 2013, ნოემბერი, 29(2), Pharm. Pharmacol. 2011,ნოემბერი, 63(11 )).

ფუტკრის “პოდმორი” შეიცავს მწერის შხამს, ქიტინსა და ფუტკრის ცხიმს — 3 უძვირფასეს კომპონენტს. ფუტკრის შხამს სწავლობდნენ სამამულო და უცხოელი მეცნიერები: ომაროვი, ლუდიანსკი.

შუხატოვიჩი ა. მ. ფუტკრის შხამით მკურნალობდა ვერტებროგენური პრობლემების (რადიკულიტი) მქონე ავადმყოფებს და ძალიან წარმატებულადაც. ნ,ა. ბობროვა იყენებდა შხამს, როგორც ანალგეტიკს. მათი შრომები ადასტურებს ფუტკრის შხამის მნიშვნელობას ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობაში.

მწარმოებლები დღეისათვის განიხილავენ არა მარტო ნატიური პროდუქტების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, არამედ მათ საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებისასაც, მათ შორის — კომბინირებულების მცენარეულ ნედლეულთან.

ყოჩაღ, არამარტო ფუტკრებს!

ყოჩაღ აგრეთვე დამამზადებლებს იმ საშუალებებისა, რომლებშიც გამოყენებულია მცენარეული ფუტკრის ნედლეული. ფუტკრებს — იმიტომ, რომ მშვენივრად გადაამუშავებენ მცენარეულ კომპონენტებს და ბევრს აძლევენ ადამიანს; ხოლო  აპიპროდუქტების მწარმოებელს — იმიტომ, რომ შეუძლიათ ფუტკრის პროდუქტები გადაამუშაონ სასარგებლო წამლის ფორმად.

იცით, რომ ამ საშუალებათა მწარმოებელისთვის ერთი ასეთი საშუალების შესწავლაც კი მოითხოვს მისგან მოთმინებას, ყურადღებასა და კარგ აღჭურვილობას. ეს ხომ არაა მონოპრეპარატი.

ნებისმიერი ფუტკრის პროდუქტი, რომელსაც ჩართავთ თმის მოვლის საცხში, ელექსირში, ზეთებში, შეიცავს 50-დან  300-მდე კომპონენტს და შეიძლება — მეტსაც.

ხალხი, ჩართული ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული პრეპარატების შესწავლასა და დამზადებაში, იმსახურებენ ქებასა და მხარდაჭერას. აპიპროდუქტების დამამზადებლები მუშაობენ მეცნიერებების ერთობლიობასთან (ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის, ენტომოლოგიის, მედიცინის სხვადასხვა სფეროების).

ეს კი ნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ:

  1. ესმოდეთ, როგორ იმოქმედებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე ნივთიერების — პროპოლისისა ან/და პერგას, ფუტკრის შხამისა და ქიტინის კომპონენტები.
  2. როგორ იმოქმედებენ ისინი ერთმანეთთან, შეავსებენ თუ ანიველირებენ ერთმანეთის ეფექტს.
  3. რამდენი ხანი იქნება საჭირო ან/და შეიძლება პრეპარატის მიღება, მისი წასმა და რა შესვენებაა საჭირო კურსებს შორის.

იცით, რამდენი ქიმია უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც დაკავდება ფუტკრის პროდუქტებით? მინიმუმ — 9 დაწყებული ორგანული და არაორგანულით და დამთავრებული  კოლოიდურით და ანალიტიკურით. ღირს, დაუგდო ყური ამდენი ქიმიის და კიდევ, ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის მცოდნე ადამიანს.

გარდა ამისა, როგორც წესი, მცენარეულ-ფუტკრის კომპონენტები ორგანიზმზე ახდენენ კომპლექსურ მოქმედებას. მათი ერთდროული გამოყენება სასარგებლოა ორგანოებისა და სისტემებისთვის, მაგრამ საჭიროა შეგეძლოს ასეთი ერთდროული მოქმედების გათვალისწინება.

რატომ მაინცდამინც ფუტკრები?

რატომ ფუტკრები და არა მორიელები და ქვეწარმავლები, მგალითად, როგორიცაა გველი? ისინიც საჭიროა, მაგრამ ფუტკარი ადამიანს კვებავს კიდეც.

ნადირობა თაფლზე

ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, თუ შევხედავთ ქვის ხანის კლდის მხატვრობას ვალენსიას ახლოს (ესპანეთი). თანამედროვე „ბორტნიკები“ და ფუტკრის პროდუქტების პრეპარატების თანამედროვე მწარმოებლები, როგორიცაა კომპანია „ზდოროვ“, შორს არიან წასულები ქვის ხანიდან, მაგრამ „ნადირობა თაფლზე“ აქტუალურია დღემდე.

ფუტკრები თანამედროვე მედიკებს აინტერესებთ არა იმიტომ, რომ ეგვიპტელი ქურუმები და ჩვენი თანამემამულე მოაზროვნეები თავის მმართველებს თაფლსა და ბალახეულში „ამწნილებდნენ“ კარგად  შესანახად. თუმცა ესეც მეტყველებს ფიტო და თაფლის პროდუქტების შესანიშნავ ბაქტერიოციდულ თვისებებზე.

არც იმიტომ, რომ ფუტკრები გვეხმარებიან „დემონებთან“, ყოველ შემთხვევაში ბოროტ ღმერთთან — არიმანთან ბრძოლაში, როგორც ამას ეგვიპტელები ფიქრობდნენ. თუმცა ცუდი განწყობის, დეპრესიის, ძალების დაქვეითების ან/და ნერვული აშლილობის „დემონების“ განდევნა ფუტკრის ნობათებს შეუძლიათ.

ვდევნით „დემონებს“

თაფლი (1 ჩაის კოვზი 1ჭიქა თბილ წყალში) რეკომენდებულია, როგორც სუსტი დამამშვიდებელი საშუალება. პროპოლისი კი, კრაზანასთან ერთად, განიხილება როგორც ზოგიერთი თანამედროვე ანტიდეპრესანტების ბუნებრივი ანალოგი. (MAO-ს ინჰიბიტორები). ეს კი ნიშნავს, რომ კომპანია „ზდოროვ“-ის სასმელი ელექსირების (SLIMAGIC) შინაგანი მიღებისას თქვენ არამარტო პროფილაქტიკას უტარებთ მეტაბოლურ აშლილობას, არამედ (როგორც ამას ინსტრუქცია ამბობს) განდევნით  სხვდასხვა ფერის „ეშმაკუნებსაც“ — დეპრესიის შავ დემონსა და „მწვანე ნაღველს“.

ფუტკრები თანამედროვე მედიკოსებს აინტერესებთ არა იმიტომ, რომ სომხების წინაპრები და რიჩარდ I ფუტკრების ჟოლს იყენებდნენ სამხედრო მიზნებით; მტრები დაპანიკებული  გარბოდნენ გაავებული ფუტკარი-მეომრებისგან.

ნ.პ. იორიშს 1974 წელს ფაქტად მოჰყავს ისტორია ერთი საზღვაო ბრძოლისა პატარა, 40-50კაციანი ხომალდისა თურქულ გალერთან 500 კაციანი ეკიპაჟით. თურქებმა წააგეს იმიტომ, რომ აბორდაჟის დროს პატარა ხომალდის კაპიტანმა თავისი ხომალდის ანძიდან თურქებს თავზე დააყარა ფუტკრებიანი თიხის სკა-ქოთნები. სახლის დანგრევით გაავებულ ფუტკრებს არ გაურჩევიათ მტყუან-მართალი და დაკბინეს თურქი მეომრები.

ფუტკრები ფასეულია არამარტო იმით, რომ ერთმანეთთან ბმისას წნავენ სიყვარულის ღმერთის კამას ტეტივას (თასმას) და აერთებენ ადამიანთა გულებსაც, არამედ იმითაც, რომ, თუ დავუჯერებთ ბიოლოგებსა და მედიკებს, (და არ გვაქვს მიზეზი, რატომ არ უნდა დავუჯეროთ), ყველა ფუტკრის პროდუქტი სამკურნალო ნივთიერებების საცავია. ზოგიერთ ძვირფას თვისებებს გავეცანით ზემოთ.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს მედიკებმა შენიშნეს, რომ გაიზარდა რიცხვი სერიოზულად დაავადებული პაციენტებისა, რომელთა მკურნალობა:

  1. არაეფექტურია თანამედროვე მეთოდებით;
  2. გაძნელებულია პრეპარატებზე მწვავე ალერგიული რეაქციის გამო.

ეს თემა აქტუალურია დღესაც; ტენდენცია იმუნური სინდრომის მქონე დაავადებულთა რიცხვის ზრდისა შენარჩუნებულია, ხოლო მკურნალობის ეფექტური მეთოდები არცთუ ისე სწრაფად ჩნდება.

გვიხდება დაფიქრება მკურნალობის ახალ მეთოდებზე და დაბრუნება მედიცინის სათავეებშ ძველი ესკულაპები (მედიკოსები) როგორღაც უმკლავდებოდნენ იმ ძველ  უძლურებებს და წარმატებულადაც, რაკი კაცობრიობამ აქამდე მოაღწია. იქნებ დროა, მათგან ვისწავლოთ?

დღეს პეტერბურგის მთელ რიგ კლინიკებში ასეც მოიქცნენ და მკურნალობა ფუტკრის შხამით პირველი რანგის მკურნალობად აქციეს.

ფუტკრის პროდუქტებისგან კრემების, ბალზამებისა და ელექსირების მწარმოებელი კომპანია „ზდოროვ“ გაძლევთ საშუალებას, მოერგოთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს სახლიდან გაუსვლელად. „ზდოროვის“  პროდქტების ხაზი კარგია სხეულის სილამაზის შესანარჩუნებლად და სნეულებათა პროფილაქტიკისთვისაც.

პროდუქცია «ЗДОРОВ» («ჯანმრთელობა»)

40ლარი1 ერთეული

ოფიციალური ვებგვერდი «ЗДОРОВ»: https://zdorov.ooo (ფორუმი + მიმოხილვები)

რუსეთში მწარმოებლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი:

ООО «ЗДОРОВ»

Ул. Петербургское шоссе, 53А, 1 этаж 170006 Тверь Россия

8-800-333-1660

ИНН 6952043760/ КПП 695201001
ОГРН 1146952021523
info@zdorov.ooo

ზარი: შეკვეთა და ყიდვა, უფასო კონსულტაცია

კომპანია „ზდოროვ“ („ЗДОРОВ“)